Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ელენე ბერიკაშვილს 4, გია ჯვარშეიშვილს კი 7 დღით პატიმრობა შეეფარდათ - ისინი პოლიციამ აქციაზე 19 ნოემბერს დააკავა

დავით მაკარაძემ ელენე ბერიკაშვილისა და გია ჯვარშეიშვილის საქმეები ერთად განიხილა. მან არ გაითვალისწინა ჯვარშეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თხოვნა სხდომის გადადების შესახებ - დაკავებული, რომელსაც სასამართლოში ექიმის დახმარებაც დასჭირდა, ამბობდა, რომ მაღალი წნევა ჰქონდა და თავს ცუდად გრძნობდა.

ბერიკაშვილი და ჯვარშეიშვილი 19 ნოემბერს პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე დააკავეს - ამ დღეს თსუ-დან მელიქიშვილამდე მათე დევიძის მხარდამჭერი მარში იმართებოდა, თუმცა იმის გამო, რომ პოლიცია დემონსტრანტებს მხოლოდ ტროტუარზე ყოფნისა და გადაადგილების საშუალებას აძლევდა, მარში კი ალტერნატიულ მარშრუტების ათვისებას ცდილობდა, მსვლელობა დაგეგმილზე ხანგრძლივი და ფართომასშტაბიანი აღმოჩნდა. ამ დღის ბოლოს, პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა, მათ შორის იყვნენ ელენე ბერიკაშვილი და გია ჯვარშეიშვილი.
„აქ არ იყო მიზანი გზის გადაკეტვა. ტროტუარის ქვეშ ვიდექი, რადგან მე ამ ტროტუარზე ვერ ავედი, არც მტკიცებულება არ არის სად ვარღვევ. როცა ამ კონკრეტულმა ადამიანმა გამომათრია, ჩანს რამდენად სიღრმიდან გამომათრიეს, კონკრეტულად მარშუტკაში ვინც შემაგდო იმან თქვა ამას მიხედეთ პოლიციელის ფიცი ზეპირად იცისო. წინა დღეებში რუსთაველზე [პოლიციელებს] ვუკითხავდი ფიცს, რომ მიმხვდარიყვნენ რას არღვევდნენ“,- თქვა სასამართლო პროცესზე ელენე ბერიკაშვილმა.
შსს ყველა დაკავებულს 173-ე მუხლის მე-3 ნაწილით, პოლიციის დაუმორჩილებლობის განმეორებით ჩადენას ედავებოდა.

გია ჯვარშეიშვილმა და ელენე ბერიკაშვილმა სხდომაზე განაცხადეს, რომ პოლიციის ალყაში იყვნენ მოქცეული. ჯვარშეიშვილის თქმით, მას პოლიციელი ზურგში სწვდა და დააკავა, ელენე ბერიკაშვილმა კი თქვა, რომ ემორჩილებოდა პოლიციის მოწოდებას გზის გაგრძელებაზე და ტროტუარზე არსებული დაბრკოლებების მიუხედავად, გადაადგილებას ცდილობდა.
გია ჯვარშეიშვილი პოლიციას არაერთხელ ჰყავს დაკავებული - 2024 წლის დეკემბერში, ხალხმრავალი დემონსტრაციებისას დაკავებისას, ის სპეცრაზმელების მხრიდან წამების მსხვერპლი გახდა.
ბოლო დაკავებისას - რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო - ის იზოლატორში შიმშილობდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *