ომბუდსმენი: „ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს“
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ომბუდსმენი მთავარ პროკურორს „პოლიციელების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ გამოძიების დაწყების შესახებ წინადადებით მიმართავს.