გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. შეხვედრას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. გიორგი მღებრიშვილმა თათბირზე, დეპარტამენტების დირექტორებთან ერთად, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის სტატისტიკა განიხილა და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პოლიციის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საქმიანობა გააანალიზა. შეხვედრის დასასრულს შს მინისტრმა […]