განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, სწორად გავიაზროთ საფრთხეები – ხუნდაძის მიმართვა ნარკოპოლიტიკაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე აცხადებს, რომ ასეთი დაჩქარებული ცვლილებები არ მოიტანს სასურველ შედეგს არც სახელმწიფოსათვის და არც ნარკოდამოკიდებულთათვის. როგორც ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია, საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ნარკოსაფრთხეები. „ქვეყნის ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სისტემურ ხედვას. დეკრიმინალიზაცია უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ სტატუსს და კულტურულ ტრადიციებს. ნარკომომხმარებელი არ უნდა […]