ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტის პასუხია, რომ კომპრომისზე ყველამ უნდა იზრუნოს. „დღეს დილიდან არაერთი განცხადება გავრცელდა, მათ შორის კახა ოქრიაშვლის, რომელიც საკამოდ მნიშვნელოვანი ჯგუფის სახელით საუბრობს და რომელიც აცხადებს, რომ კომპრომისისთვის ყოველთვის მზად არის ის ჯგუფი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ყველა შემთხვევაში უნდა დარჩეს მაჟორიტარული […]