ახალი სისტემით რა დარღვევაზე რამდენი ქულა ჩამოიჭრება
ქულები განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში შემცირდება. როდესაც პირს მართვის მოწმობაზე ქულები 20-მდე შეუმცირდება, ამის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით მიიღებს.