ოთარ აბესაძე ბრალს არ აღიარებს – დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის ადვოკტის ლილი გელაშვილის განცხადებით, ოთარ აბესაძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. ლილი გელაშვილმა ე.წ. მოდულის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ადვოკატის ინფორმაციით, აბესაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, ხოლო შესაბამისი დოკუმენტაცია სასამართლოში 24-საათიან ვადაში გადაიგზავნება.