საგარეო უწყება: საქართველო გმობს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს
„საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 30 ივლისის ე.წ. არჩევნების შედეგად იგეგმება ვენესუელის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ეროვნული ასამბლეის ჩანაცვლება და, შემდგომში, ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლა, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების არაპროპორციულ გაზრდას ისახავს მიზნად.“