ეკლესიის არ გწამს – “ოკ”, მაგრამ ძეგლებიც გკიდია? კულტურაც? ადამიანებიც? – გურამ შეროზია
“ვიფიქრე, ნეტაი მამადავითი დაიწვებოდეს”, – “გირჩის” წევრის მარიტა რატიანის აღნიშნულ რეპლიკას, ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ეხმაურება: “ზუსტად ვიცი, რამდენი მეხოტბე გამოუჩნდება ამ სტატუსს და თავისუფლების პიკზე ყოფნისთვის ტაშს დაუკრავენ. მე კიდევ, თვითდამკვიდრების იაფფასიან მეთოდს მივაწერდი, არასრულფასოვნების კომპლექსით გაჯერებულს და გაუაზრებელსაც. ზოგადად რამის დაწვა რატომ უნდა ინატრო? ეკლესიის არ გწამს – ოკ, მაგრამ ძეგლებიც გკიდია? კულტურაც? ადამიანებიც? […]