სააკაშვილს დეზინფორმაციას აწვდიდნენ
ინტერნეტ-მასხარები ე.წ. პრანკერები ვლადიმერ კუზნეცოვი და ალექსეი სტოლიაროვი, რომლებიც რუსეთში ცნობილები არიან როგორც ვოვანი და ლექსუსი, წელიწადნახევარი ურეკავდნენ მიხეილ სააკაშვილს და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის სახელით, დეზინფორმაციას აწვდიდნენ. ამის შესახებ მათ გამოცემა Ura.ru-ს განუცხადეს.