ოთხი ურთულესი ხანძარი ერთ დღეში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადება
საქართველოს შინაგანან საქმეთა სამინისტრო 20 აგვისტოს, დღის განმავლობაში გაჩენილი ხანძრებისა და სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “მიმდინარე წლის 20 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბალახს და მწვანე ნარგავებს მოეკიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს […]