“გილოცავთ, ეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპის დასაწყისია”- ალექსანდრე ჯეჯელავა
განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას მილოცვა სტუდენტებს. “გილოცავთ სტუდენტობას! ეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპის დასაწყისია. ჩვენ კი, ძალისხმევას არ დავიშურებთ ისეთი გარემო შეგიქმნათ, სადაც მაქსიმალურად შეძლებთ თქვენი ნიჭის რეალიზებას და საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანი განათლების მიღებას.”– წერს ჯეჯელავა.