საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო – ლიკანში ხანძარი ხეებზე არ გავრცელებულა
ლიკანში მდგომარეობის გართულება მოსალოდნელი არ არის. ხანძარი ბალახის საფარიდან ხეებზე არ გავრცელებულა, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე ცეცხლის ღია კერები აღარ არის, ტყეში მხოლოდ დაკვამლიანება შეინიშნება. ცეცხლი ლიკანის ტყეში ტორფს წაეკიდა. „ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი რჩება, რომლებიც მიმდინარე პროცესს დააკვირდებიან და ხანძრის ღია კერის აღმოჩენის შემთხვევაში, ცეცხლს ჩააქრობენ“, – აცხადებენ საგანგებო […]