გიორგი კვირიკაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს აკჯა ნურბერდიევას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს აკჯა ნურბერდიევას შეხვდა. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივ ურთიერთობებს და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის მეგობრულ ურთიერთობებზე. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები ორმხრივი კავშირების განვითარებას შეუწყობს ხელს. “დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე ახალ იმპულსს მისცემს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. […]