ხახაბოს ტყეში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ, გაჩნდა ახალი კერები (ვიდეოკადრები)
თუშეთში, ხახაობს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, მიუხედავად იმისა, რომ სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია და ცოცხალი ძალაა ჩართული, ცეცხლის ახალი კერები მაინც ჩნდება, რასაც ქარიანი ამინდი უწყობს ხელს. წინასწარი ინფორმაციით ცეცხლი 15 ჰექტრამდე ფართობს უკიდია. ვიდეომასალას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.