რესპუბლიკელები ლგბტ თემის აღიარებას ითხოვენ
რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებას ლგბტ თემის აღიარებას სთხოვს. ინიციატივა თამარ კორძაიას ეკუთვნის და ამბობს, რომ უნდა მოხდეს იმ ადამიანების სამართლებრივი აღიარება, ვინც არაღიარებულები არიან. კორძაია განმარტავს მათი ინიციატივის არსს, კერძოდ, რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ნება უნდა დართოს არატრადიციული ორიენტაციის წყვილს რეგისტრაციაში მოხდეს მათი გატარება, რაც არ გულისხმობს სამოქალაქო ქორწინებას ან შვილის აყვანის ნებართვას.