გარდაბანში საუბნო საარჩევნო კომისიის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და ამომრჩეველთა სია ჩამოხიეს
გარდაბანში, სოფელ ლემშვენიერას #31 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში ჩამსხვრეულია ფანჯარა, ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლის სია) და კომისიის განკარგულება. შემთხვევა დაახლოებით 18:30 წთ-ზე მოხდა. გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნულის შესახებ უკვე მიაწოდა ინფორმაცია საპატრულო პოლიციას და შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაცია გმობს ნებისმიერი სახის ძალადობრივ ქმედებას და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი […]