წაღვერში ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო
დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე ცეცხლის ჩაქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი ჩაერთო. არჯევანიძის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. პირველი არხის კორესპონდენტის ინფორმაციით, სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანაშრომელია ჩართული. მეხანძრეები ცეცხლის კერებამდემისასვლელ გზებს ჭრიან. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის კერებთან მობილიზებულია მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები წაღვერში (ფოტოკოლაჟი)