ბრიტანეთის პარლამენტში ქართული კერძების კვირეული გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, ქართული კერძების ნაირსახეობა პარლამენტში მდებარე რესტორნის მუდმივ მენიუში იქნა შეტანილი. საგარეო უწყების ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ქართული სამზარეულოს კვირეული „A Taste Adventure to Georgia“ პირველად მოეწყო. კვირეულის ფარგლებში, რომელიც სექტემბრის პირველ ნაწილში გაიმართა, მსურველებს საშუალება მიეცათ პარლამენტის რესტორანში დაეგემოვნებინათ […]