ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტის ფარგლებში საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოების 70 % შესრულებულია
ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დღეს თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმედ არსლანთან და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელ ჯავიდ ყურბანოვთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით, თბილისიდან კარწახამდე მატარებლით მიემგზავრებიან. გიორგი გახარიამ კოლეგებს თბილისში ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ რამდენიმე ხნის წინ, დაახლოებით, ივლისში გვქონდა მსგავსი ინსპექტირება თურქეთიდან-ყარსიდან, მაგრამ მაშინ სრულად ვერ შევძელით, […]