სახელმწიფო ეკლესიას 5 000 კილოგრამ გასროლილ ჰილზას გადასცემს
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ხუთი ათასი კილოგრამი გასროლილი თითბერის ჰილზები საქართველოს ეკლესიას უფასოდ გადაეცემა. მთვარობის შესაბამის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. თითბერი სპილენძის შენადნობებიდან ყველაზე გავრცელებულია. იგი ადვილად მუშავდება წნევით, ახასიათებს მაღალი მექანიკური თვისებები, ლამაზი ფერისაა და შედარებით იაფია. თითბერთაგან ამზადებენ ლენტებს, ფურცლებს, წნელებს, მილებს, მავთულს, სხმულებს. თითბერისგან აგრეთვე მზადდება საეკლესიო ნივთები.