პროკურატურა ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევაზე კამერების ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
პროკურატურის ინფორმაციით, შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერებზე დაფიქსირებული არ არის მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი. როგორც ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურა საქმეზე აქტიურად განაგრძობს გამოძიებას, რომლის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას ეცნობება. ”მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით […]