85 წლის ქალის უთოთი წამების ბრალდებით საბერძნეთში საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს
85 წლის ქალის ცემის და უთოთი წამების ბრალდებით საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს 7 მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. ქალი ნიღბიანებმა დააბეს და წამება დაუწყეს. თავდამსხმელები ითხოვნენ ფულს. ნაცემმა და ნაწამებმა ქალმა გამთენიისას შეძლო დახმარების გამოძახება.