შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული რ.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 8,30052 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი და ტრამადოლის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 8 აბი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი […]