ლონდონში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილე აღინიშნა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლონდონში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანა-ორგანიზებით, აზიის სახლმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილეს უმასპინძლა. ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს დიდი ქართველი პოეტის შემოქმედება და ცხოვრება გააცნეს. ღონისძიებას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრები, ბრიტანული კულტურისა და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატები და ლონდონში საქართველოს დიასპორის წევრები დაესწრნენ. ლექცია გალაკტიონის ტაბიძის შესახებ პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა […]