გავრცელებული ინფორმაციით სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი ადამ გუმაშვილია
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცის დროს ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი ადამ (გურამ) გუმაშვილია, იგივე ფაიზულა ალ შიშანი, რომელსაც ISIS -ის ”იუსტიციის მინისტრს” უწოდებდნენ. გუმაშვილი ISIS-ის რიგებში შვილთან ერთად 2013 წლიდან ირიცხებოდა, მისი შვილი 21 წლის სულთან გუმაშვილი შარშან სირიაში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, ადამ გუმაშვილის მამა, სულეიმან გუმაშვილი, ქისტი პოეტი და მწერალია.