ახალ სამთავრობო პროგრამას მოისმენენ საპარლამენტო კომიტეტებში
მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგელობასა და ახალ სამთავრობო პროგრამას უსმენენ საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში. არსებული ინფორმაციით, დღევანდელ განხილვებში მონაწილეობას გიორგი კვირიკაშვილიც მიიღებს. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 21 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე გადის.