რუსეთი სირიაში მუდმივ სამხედრო ბაზებს ქმნის
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, მოსკოვმა სირიის ორ სამხედრო ბაზაზე დაიწყო მუდმივი წარმომადგენლობის ფორმირება. საუბარია რუსეთის საზღვაო ობიექტზე ტარტუსში და რუსეთის მიერ ადმინისტრირებულ საჰაერო ბაზაზე ქალაქ ლატაკიის სიახლოვეს. შოიგუმ 26 დეკემბერს თქვა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში "დაადასტურა მთავარი ბაზების სტრუქტურა და შემადგენლობა" და რუსეთმა უკვე დაიწყო "ძალთა მუდმივი ჯგუფის ფორმირება" ადგილზე. რუსეთის ფედერაციის საბჭომ 26 დეკემბერს რატიფიკაცია გაუკეთა ხელშეკრულებას მოსკოვსა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას შორის, რუსეთის ძალების თაობაზე ტარტუსის საზღვაო ბაზაზე. ხელშეკრულება რუსეთის ფლოტს უფლებას აძლევს გააფართოვოს ტექნიკური მხარდაჭერა და ლოგისტიკური ბაზა. ხელშეკრულება 49 წელიწადს იქნება ძალაში, 25-წლიანი პერიოდებით გახანგრძლივების შესაძლებლობით.