სირიის ძალებმა დაიკავეს ადგილები, რომლებიც ახლოსაა მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებთან
სირიის სამთავრობო ძალებმა დაიკავეს ადგილები, რომლებიც ახლოსაა მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ანკლავთან, ისრაელ-ლიბანის საზღვართან. ბრიტანეთში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ 25 დეკემბერს განაცხადა, რომ მთავრობის ძალებმა მასშტაბური შეტევის შემდეგ ალყაში მოაქციეს ქალაქი ბეიტ ჯინი და მისი მიმდებარე ტერიტორიები. სადამკვირვებლო ჯგუფის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ოპოზიციის მებრძოლების ევაკუაციაზე მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ, ჩრდილოდასავლეთის პროვინცია იდლიბში. სირიის ძალები და მისი მოკავშირეები ებრძვიან ასობით სუნიტ მებრძოლს და თავისუფალი სირიის არმიის პარტიის მეამბოხე ფრთას. გავრცელებული ცნობებით, ამ ფრთის მებრძოლებს შორის ბევრი ადგილობრივი მკვიდრია.