ღაზნის პროვინციაში თალიბანმა მგზავრები დახოცა
ავღანეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, თალიბანის მებრძოლებმა ქვეყნის ცენტრალურ პროვინცია ღაზნიში ხუთი მგზავრი დახოცეს. პროვინციის საბჭოს წევრმა, ნასირ აჰმად ფაქირიმ განაცხადა, რომ მკვლელობა გვიან ღამით მოხდა, 25 დეკემბერს, სოფელ არზოში, დედაქალაქ ღაზნის მახლობლად. ფაქირის თანახმად, შეიარაღებულმა თალიბებმა გააჩერეს მანქანა, აიძულეს მგზავრები გადმოსულიყვნენ და შემდეგ დახოცეს ისინი. თალიბანის წარმომადგენელმა, ყარი იუსუფ აჰმადიმ იკისრა პასუხიმგებლობა მომხდარისთვის და თქვა, რომ დახოცილები ავღანეთის არმიის ჯარისკაცები იყვნენ.