Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი სტანდარტის დარღვევას უარყოფს, თუმცა, პასუხისმგებლობას იღებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ სრულად იღებს პასუხისმგებლობას იმ აჟიოტაჟის გამო, რომელიც გამოიწვია პირველი არხის მიერ ზვიად რატიანის საქმის გაშუქებამ. მაღლაფერიძის თქმით, 27 დეკემბერს გასული სიუჟეტისადმი დადებითი დამოკიდებულება არ აქვს, თუმცა, „სიამოვნებით შეუშვერს თავს პირველ ქვას,“ რომელსაც ესვრის ტელევიზია. „პირველი არხიც მოქმედებდა იმ სტანდარტით, რომელიც დადგენილია. რაზეც ატეხილია ამბავი, გაუშვა ყველა არხმა. პირველი არხი ადებდა იმ ცნობილ გამონათქვამებს სიგნალს და არის არხები, რომლებიც უშვებდნენ სიგნალის გარეშე და მათ შორის, ჩვენზე ადრე“ - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ 29 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას. 27 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-მ მტკიცებულებად წარადგინა პოლიციელების მიერ ჩაწერილი მასალა, რომლის თანახმად, პოეტი ზვიად რატიანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს სამართალდამცავებს, თუმცა, ამ მასალიდან არ ჩანს რატიანის დაკავების გარემოებები და მისი გაღიზიანების მიზეზი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩანაწერი შსს-სგან გამოითხოვა და ეთერში გადასცა. ამის გამო, საზოგადოების ნაწილმა მაუწყებელს ბოიკოტი გამოუცხადა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *