Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ქსენია სობჩაკი: ნაწილი იმისა, რაც სააკაშვილმა საქართველოში გააკეთა, მართლაც კარგი იყო

რუსეთში პოპულარული ტელეწამყვანისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ქსენია სობჩაკის აზრით, ნაწილი იმისა, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში გააკეთა, მართლაც კარგი იყო. ეს მოსაზრება სობჩაკმა გამოთქვა ყაზანში 28 დეკემბერს ვიზიტისას. ჟურნალისტის შეკითხვას, რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქმიანობისადმი, მან უპასუხა, რომ ხედავს ბევრ მიღწევას, პირველ რიგში, კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოში სააკაშვილის პრეზიდენტობისას. მაგრამ უკრაინის შემთხვევაში, ის ხედავს „ავანტიურიზმს“ ბევრი მხრიდან. სობჩაკის აზრით, რასაც საქართველომ სააკაშვილის დროს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, არის მაგალითი იმისა, რომ „სისტემური მიდგომა ანგრევს ყოველგვარ სტერეოტიპებს და ნებისმიერ მენტალიტეტს, რომლის არგუმენტად მოყვანაც ასე უყვართ რუსეთის ფედერაციაში“. ჟურნალისტებთან შეხვედრისას, სობჩაკი შეეხო სხვა თემებსაც, მაგალითად, გააკრიტიკა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწოდება ამომრჩევლებისადმი, ბოიკოტი გამოუცხადონ რუსეთში მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. თავად ნავალნის უარი უთხრეს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე. სობჩაკისთვის, მისივე თქმით, სულ ერთია, ვინ რამდენს გააკრიტიკებს და რამდენად უკმაყოფილო იქნება კანდიდატებს შორის მისი გამოჩენით: „ჩემთვის მთავარია შედეგი! თუ შედეგი იქნება ის, რომ შევძლებ გავაერთიანო ძალები, შევქმნა ძლიერი მემარჯვენე პარტია, ეს პარტია შევიდეს სახელმწიფო სათათბიროში, ჩავთვლი, რომ დიდი საქმე გავუკეთე ჩემს ქვეყანას!“ - აღნიშნა სობჩაკმა. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *