დიმიტრი ხუნდაძემ მარტოხელა და სოციალურად დაუცველ მოხუცებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა და მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ ადგილობრივ, ყველაზე ხანდაზმულებსა და მარტოხელა, სოციალურად დაუცველ მოხუცებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ხანდაზმულებს დაბერების პოლიტიკის დოკუმენტის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული დოკუმენტი უშუალოდ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით შეიქმნა და ხანდაზმული პირებისთვის შეღავათებს და სხვადასხვა ინიციატივებს […]