Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მიხეილ სააკაშვილი მისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს აფასებს ოლიგარქების შეთქმულების ერთ-ერთ შედეგად

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკანონო უწოდა მისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 5 იანვარს გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნება განცხადება უკრაინულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, „გაზპრომის“ უმსხვილესი, კერძო აქციონერის, ივანიშვილის სრულ კონტროლქვეშ მყოფი ქართული სასამართლოს განაჩენი ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო და ეროვნულ ნორმას და საღ აზრს. სააკაშვილის განცხადებითვე, შეწყალების უფლების გამოყენებისთვის პრეზიდენტის გასამართლება ადასტურებს პროცესის პოლიტიკურ ხასიათს და იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 5 წლის განმავლობაში ვერ აღმოუჩინა კორუფციის და სხვა კანონდარღვევების ფაქტები. „ ეს განაჩენი და პარალელურად კიევში მიმდინარე პროცესი აჩვენებს, რომ უკრაინის და საქართველოს ოლიგარქიული ხელისუფლებები სინქრონულად და ერთმანეთთან სრული კოორდინაციით მოქმედებენ ჩემი, როგორც კორუფციასთან, ოლიგარქებსა და ხალხის ძარცვასთან მებრძოლი ლიდერის წინააღმდეგ“ - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, საიდუმლო არ არის, რომ მის წინააღმდეგ რეპრესიული ზომების მიღებას ვლადიმირ პუტინი წლებია მოითხოვს საქართველოსა და უკრაინის ხელისუფალთაგან. მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, მისი განეიტრალების მიზნით ზომების მიღება იყო პოროშენკოსა და ივანიშვილის შეხვედრის საგანი, რომელიც შედგა გასული წლის ზაფხულში, მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევამდე რამდენიმე დღით ადრე. მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ამავე საკითხზე 2017 წლის 29 დეკემბერს, ტელეფონით ისაუბრეს პოროშენკომ და პუტინმა. „რაც არ უნდა გააკეთონ პუტინმა, პოროშენკომ, ივანიშვილმა და მთელმა პოსტსაბჭოთა ოლიგარქიამ ჩემს წინააღმდეგ, მიუხედავად ოლიგარქების შეთქმულებებისა, ჩემი ბრძოლა გაგრძელდება ოლიგარქებზე, კორუფციაზე, სიღარიბესა და ადამიანების დამცირებაზე ჩვენი ხალხების სრულ გამარჯვებამდე“ - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ ფეისბუქით გავრცელებულ განცხადებაში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.


Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *