Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საბერძნეთი ხედავს შანსს, რომ წელს მოგვარდება სახელწოდების გამო მაკედონიასთან მისი უთანხმოება

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს კოციასის, განცხადებით, ათენს სურს, წელს მოაგვაროს მაკედონიასთან მრავალწლიანი უთანხმოება, რომელსაც ამ ქვეყნის სახელწოდება იწვევს. საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონსაც მაკედონია ჰქვია. კოციასმა 4 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ 2018 იქნება წელი, როცა მოგვარდება უთანხმოება სახელწოდების გარშემო. ეს უთანხმოება მრავალი წელია აბრკოლებს მაკედონიის მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისაკენ. ამ ქვეყნის ახალმა, კოალიციურმა მთავრობამ, რომელსაც სოციალ-დემოკრატები ხელმძღვანელობენ, პრიორიტეტულ ამოცანად დაისახა პრობლემის მოგვარება. საბერძნეთისა და მაკედონიის პრემიერ-მინისტრებმა ალექსის ციპრასმა და ზორან ზაევმა 2 იანვარს ტელეფონით საუბრისას იმსჯელეს სახელწოდების შესახებ. მანამდე კი, 30 დეკემბერს, ზაევი ეწვია საბერძნეთის მაკედონიაში მდებარე სალონიკის და შეხვდა ამ ქალაქის მერს. ნატო წელს ივნისში განაახლებს გასაწევრიანებლად მაკედონიის მიწვევაზე მსჯელობას მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა 2008 წელს დაბლოკა ბალკანეთის ამ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების ძალისხმევა. ათენი შიშობს, რომ მაკედონიის სახელწოდების გამო მან მომავალში შესაძლოა, პრეტენზია გამოთქვას ჩრდილოეთ საბერძნეთის რეგიონზე. ათენი აღნიშნავს, რომ მაკედონიის სახელწოდება საბერძნეთის ანტიკური ისტორიის ნაწილია. ის თანხმდება საერთაშორისო ასპარეზზე მაკედონიის მოხსენიებას მხოლოდ „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიად“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.


Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *