Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პროფკავშირმა დაიწყო უსაფრთხო შრომის შესახებ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება

„გახადე შრომა უსაფრთხო“ - ამ გზავნილით დაიწყო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომელიც უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფის მოთხოვნით გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მას შემდეგ, რაც შეგროვდება 10 000 ხელმოწერა.




პეტიციის მთავარი მოთხოვნა უსაფრთხო შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნაა. საქართველოს მთავრობამ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი 2017 წლის პირველ ივნისს წარადგინა პარლამენტში. კანონპროექტი გასული წლის დეკემბერში უნდა დამტკიცებულიყო, რაც დღემდე ვერ მოხერხდა. როგორც პროფკავშირში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი დასაქმებულთა უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ უზრუნველყოფს, მისი განხილვა ჭიანურდება. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი განცხადებით, კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც კანონმდებლობას ქმედითსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის. პროფკავშირების მოთხოვნებს შორისაა, კანონმდებლობა გავრცელდეს ყველა დასაქმებულზე და არა მხოლოდ მძიმე, მავნე და საფრთხის შემცველ სამუშაოზე, რასაც დღეს არსებული კანონპროექტი ითვალისწინებს. გარდა ამისა, შრომის ინსპექტორებს, ბევრ შემთხვევაში, კვლავ არა აქვთ უპირობო დაშვება სამუშაო ადგილებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე მათ უშუალოდ მიმართავენ დასაქმებულები. ხელმოწერების შეგროვების გადაწყვეტილება პროფკავშირმა მას შედეგ გადაწყვიტა, რაც 2 თებერვალს, ჟვანიას #10-ში მდებარე მშენებარე კორპუსიდან 26 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. პროფკავშირების მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წელს, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სამუშაო ადგილზე დაიღუპა 41 და დაშავდა 63 მუშა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *