Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სალომე ზურაბიშვილი შიდა ქართლის ამომრჩეველს შეხვდა

„რუსეთთან საუბარი არასოდეს იქნება შედეგიანი, თუ ეს იქნება ერთი-ერთზე“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, გორის თეატრში გამართულ შეხვედრაზე. 12 ოქტომბერს ზურაბიშვილი შეხვედრებს მართავდა შიდა ქართლში.


„ჩვენ მარტო არ შეიძლება, რომ დავრჩეთ და ვინც ავრცელებს ქვეყნის ასეთ დისკრედიტაციას, ის ხელს უწყობს იმას რომ დავრჩეთ მარტო. ჩვენი შიდა დაპირისპირება არის დასუსტება, ჩვენი ორად გახლეჩვა. ჩემი მთავარი მიზანი იქნება, რომ გავაერთიანო ეს ქვეყანა, რაც არ უნდა რთული იყოს.“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ამომრჩეველთან შეხვედრის დიდი ნაწილი  სალომე ზურაბიშვილმა  იმ კითხვებს დაუთმო, რომლებიც ოპონენტების მიმართ აქვს. ეს კითხვებიც ძირითადად აგვისტოს ომს შეეხებოდა. „რატომ არ იზრუნა მაშინდელმა ხელისუფლებამ ხალხის ევაკუაციაზე? რატომ მიატოვეს  რეზერვისტები? რატომ ვერ გამოჰყავდათ ბრძოლის ველიდან დაჭრილები და დაღუპულები? რატომ დაგვიანდა რუსეთის აგრესორად გამოცხადება?“




გორში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრა აქციის ფონზე გაიმართა. ნაციონალური მოძრაობის  წევრებმა თეატრის სკვერში ტრანსპარანტები მიიტანეს და ზურაბიშვილი ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულეს. აქციის დროს შეკამათება მოხდა ზურაბიშვილის მხარდამჭერებსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის. კამათის თემა იყო - ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი? პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გორის თეატრში უკანა შესასვლელიდან შევიდა.  შეხვედრას თეატრის შენობის  მთავარი შესასვლელიდან დატოვა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.


Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *