თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადი შეავსეს
მსოფლიოს კონკურენციაში ჩაებმებიან: ოთარ გოგავა (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), დავით ხუციშვილი (79 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ), დავით მარსაგიშვილი (92 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).
იაკობიშვილი და პეტრიაშვილი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში იჭიდავებენ, ყველაზე ტიტულოვანი კი საქართველოს ნაკრების რიგებში ხინჩეგაშვილია - ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეები უნგრეთში 17 ოქტომბერს გაემგზავრებიან, მსოფლიოს კონკურენციაში კი 20 ოქტომბრიდან ჩაებმებიან და 21-23 ოქტომბერს ათივე წონით კატეგორიაში გამოავლენენ ჩემპიონ-პრიზიორებს.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას ხალიჩები 25-28 ოქტომბერს დაეთმობა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბექა როყვა შემადგენლობას 17 ოქტომბერს დაასახელებს.