Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„გირჩი“ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის გამართვას გეგმავს

კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის გამართვას „გირჩი“ 20 ოქტომბერს, დედა ენის“ ბაღში აპირებს.როგორც „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, ფესტივალის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების დაცვა, რომლითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია:


„საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, მოიხმარონ მარიხუანა და ესა არის მათი კონსტიტუციიდან გამომდინარე  უფლება. მაგრამ წარდგენილი კანონპროექტით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იხილავს, ითვლება, რომ ადამიანს მარიხუანის მოხმარების საშუალება აქვს მხოლოდ საკუთარ სახლში, ჩაკეტილ სივრცეში, თუ 150 მეტრით მოარიდებს არასრულწლოვნებს. ნებისმიერ სხვა სივრცეში მარიხუანის მოწევა ისევე აკრძალულია, როგორც აქამდე იყო... ანუ ფაქტობრივად დასაცავია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი გაგებისგან იმიტომ, რომ, როგორც ჩანს იმას, ვინც ვალდებულია აღასრულოს ეს გადაწყვეტილება, მისი შინაარსი არ ესმის“-განაცხადა იაგო ხვიჩიამ, რომლის თანახმად, 20 ოქტომბერს  ფესტივალზე მისულ ადამიანებს  „საშუალება ექნებათ მოიტანონ მარიხუანასთან დაკავშირებული თავიანთი პროდუქტი და გაუცვალონ სხვა ადამიანებს,ან გაყიდონ, ან რამეში გაცვალონ, ან გადასცენ როგორც სუვენირი. ყველა მათგანი აკრძალულია, მნიშვნელობა არ აქვს, გაყიდვა იქნება თუ გადაცემა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამის უფლება მოგვცა საკონსტიტუციო სასამართლომ.“-იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ფესტივალს ერთგვარი „ქოფიშოფის“ ფორმა მიეცემა, რაც მარიხუანის ლეგალურად შეძენის საერთაშორისოდ აპრობირებული სახეა. 


რაც შეეხება  სამართალდამცავთა მოსალოდნელ რეაგირებას, იაგო ხვიჩია აღნიშნავს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე  ძალოვანი უწყებებიდან ადეკვატურ რეაქციას ელოდება. მისი აზრით, ფესტივალის სახით მიმდინარე მშვიდობიან აქციას, რომელშიც ტურისტებიც მიიღებენ  მონაწილეობას, პოლიცია ძალით ვერ დაარბევს: „ერთი არგუმენტი მაქვს, რომ თუნდაც ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას არ გააკეთებს. მეორე არგუმენტი ისაა, რომ 28-ში არის საპრეზიდენტო არჩევნები...არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კანდიდატ ჯაფარიძის დაჭერა და ციხეში ჩასმა ნიშნავს იმას, რომ ის იქიდან პრეზიდენტი გამოვა. ასეთი ცუდი წარმოდგენა არა მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რომ მათ არ ესმოდეთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის დაჭერა ახლა არ შეიძლება. და თუ რამე დარღვევა მოხდება ამ აქციაზე, პირველი ჩაიდენს პრეზიდენტობის კანდიდატი, შემდეგ ჩაიდენენ გირჩის წევრები და შემდეგ ის მონაწილეები, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ.“  იაგო ხვიჩიას შეფასებით, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ადამიანებს მარიხუანის ცივილურად შეძენისა და კულტივაციის უფლება აქვთ. იაგო ხვიჩია კანაფის ლეგალიზების ფესტივალზე საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც ელის:“ მე მოვარდნას კი არ ველოდები, მე ველოდები ამ ადამიანების სტუმრობას ამ აქციაზე. ზუსტად ვიცი, ნანახი მყავს, ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიაში მოიხმარენ მარიხუანას და ისინი მორალური და პატიოსანი ადამიანები არიან. ჩემი აზრით, ეს მორალურობა ახლა არის დასამტკიცებელი.“-განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *