Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი: შეუძლებელია მსოფლიოს საპატრიარქოსთან კავშირში დარჩენა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდისგადაწყვეტილებამ აიძულა მოსკოვის საპატრიარქო, გაწყვიტოს კავშირი მსოფლიოს პატრიარქ ბართლომესთან. ბართლომე, რომელიც სტამბოლშია დაფუძნებული, მიიჩნევა მსოფლიოს ორთოდოქსი ქრისტიანების სულიერ მეთაურად. რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტმა, ილარიონ ალფეიევმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ტელეარხ „როსია 24-ის“ ეთერში, 13 ოქტომბერს. მისი გამოსვლა გადაიცა ორი დღის შემდეგ მას მერე, რაც სინოდმა, რომელსაც ბართლომე თავმჯდომარეობს, გადაწყვიტა, რომ უკრაინის ეკლესია შეიძლება იყოს ავტოკეფალური, ანუ დამოუკიდებელი. ილარიონის თქმით, ბართლომემ აღიარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განხეთქილების ლიდერები, რითაც დააკანონა განხეთქილება, რომელიც საუკუნის მეოთხედზე მეტია არსებობს. ამან შეუძლებელი გახადა ჩვენთვის კავშირში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, თქვა ილარიონამ. ილარიონის განცხადება გავრცელდა მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა 12 ოქტომბერს, გვიან ღამით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თაობაზე. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 12 ოქტომბერს აღნიშნა, რომ რუსეთი „შეშფოთებულია“ კონსტანტინოპოლის ეკლესიის გადაწყვეტილებით მიანიჭოს ავტოკეფალია უკრაინის ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ კრემლი არ აპირებს ჩაერიოს „ეკლესიათაშორის დიალოგში“, - დასძინა მან. მოსკოვის საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას უწოდა განხეთქილების ლეგალიზაცია და კატასტროფა, რომელმაც შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.


Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *