დავით ბაქრაძე: შეიქმნას ოპოზიციური პარტიების მეორე ტურის საკოორდინაციო შტაბი
"რა თქმა უნდა, გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავს საკუთარი შტაბი, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ამოცანაა დამატებითი ხმების მოზიდვა და ოპოზიციური პარტიების ერთად მუშაობა, გამოვდივარ ინიციატივით, შევქმნათ ერთობლივი საკოორდინაციო შტაბი, რომელიც იმუშავებს სწორედ იმაზე, რომ მეორე ტურში ოპოზიციის ხმები ერთიანად და კოორდინირებულად იქნეს მობილიზებული", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. იგი მიმართავს სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს და პროდასავლურ პარტიებს, შეუერთდნენ საკოორდინაციო შტაბის მუშაობას.
„რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, "რესპუბლიკურმა პარტიამ" უკვე გამოთქვა სურვილი, რომ მეორე ტურისთვის კოორდინირებულად იმუშაოს. მინდა სხვა პარტიებსაც მივმართო და მათაც მოვუწოდო მონაწილეობა მიიღონ საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე.