Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გიორგი მარგველაშვილი: 2013 წელს 62%-იანი შედეგი დავდეთ

ჰიპოტეტური დაშვებები ძნელია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში არის, ასე ვთქვათ, რეალური წარსული, როცა  „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით და დღეს დახარჯული თანხის ნახევარი ფინანსური რესურსით, როცა არც ერთი გამგეობა თუ  რაიონული სტრუქტურა არ გვეკუთვნოდა, 2013 წელს 62 %-იანი  შედეგი დავდეთ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რას შეცვლიდა გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში?




„ეს არის ფაქტობრივი პასუხი. დანარჩენი ჰიპოტეტურია“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის შეფასებითაც, „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა წაიკითხოს ის გზავნილები, რაც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უთხრა მას საზოგადოებამ.  „ხუთი წელიწადი ამას ვაკეთებდი, რომ ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე  ვეუბნებოდი იმას, რაც გასაკეთებელი იყო და სადაც იყო შეცდომები, ამას ვეუბნებოდი. თუმცა ხუთი წლის განმავლობაში მე მხოლოდ კრიტიკა მესმოდა ამის გამო და უსამართლო თავდასხმები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე, რომელიც  არჩევნების პროცესის შეჯამებას შეეხებოდა. პრეზიდენტის შეფასებით,  28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა ძირითადად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა არა თუ მომავალში, უკვე მეორე ტურშია გამოსასწორებელი ის ხარვეზები, რომლებიც   ადგილობრივი  თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში აისახა. პრეზიდენტის შეფასებით, მისასალმებელი და დემოკრატიულობის მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ არჩევნებმა აქტიურ, კონკურენტულ გარემოში ჩაიარა. გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა არჩევნების მეორე ტურშიც.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.


Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *