Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

NDI-ის სადამკვირვებლო მისია 28 ოქტომბრის არჩევნების პროცესს აფასებს

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების დღემ საქართველოში ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდი გამოირჩეოდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმითა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტებით. NDI-ის სადამკვირვებლო ჯგუფმა, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად  საგანგებოდ გამოკვეთა არჩევნების დღეს  საარჩევნო უბნების გარეთ კანდიდატების აქტივისტების მასშტაბური მობილიზების საკითხი:“ეს პრაქტიკა უმეტესად ქართული ოცნების წარმომადგენლებს ეხებათ. მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლების მობილიზება უკანონო ქმედება არ არის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ეს ამომრჩევლებზე ზეწოლად შეაფასეს. შეშფოთებას იწვევს წინასაარჩევნოდ არსებული პრაქტიკა, რაც საჯარო მოხელეებისთვის ინსტრუქციის მიცემას გულისხმობდა, რათა სალომე ზურაბიშვილისთვის ხმა მიეცათ და მისი მხარდამჭერების მობილიზებისთვისსაკუთარი ოჯახის წევრების სია წარედგინათ“-აღნიშნულია NDI-ის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.


NDI-ის ანგარიშში აღნიშნულია ისიც,რომ ამომრჩევლებს პოლიტიკური არჩევნის გაკეთების საშუალება ჰქონდათ, დინამიურად და აქტიურად წარიმართა საარჩევნოკამპანიაც, თუმცა იგი მწვავე კრიტიკითა და პირადი თავდასხმებით იყო გაჯერებული. ანგარიში აქცენტს აკეთებს ასევე მედიაგარემოს პოლარიზებასა და  ზოგიერთი მედია საშუალების  ფინანსური, სამართლებრივი და პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოქცევის პრობლემაზე.ანგარიშის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის  კვლავ გადაუჭრელი დარჩა არათანაბარ პირობებთან და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები.


დელეგაცია აღიარებს, რომ არჩევნების სანდოობასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *