მიზანი: „აზიური ფაროსანა აღმოსავლეთში არ უნდა გადმოვიდეს“
დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალი, ფაქტობრივად, გაანადგურა მავნებელმა აზიურმა ფაროსანამ. თხილის მოსავალს საფრთხეს უქმნის სოკოვანი დაავადებებიც. ზარალი მასშტაბურია და სპეციალისტების აზრით, მავნებელთან ბრძოლაში მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობა არ კმარა და მოსახლეობის გააქტიურებაა საჭირო.