სალმან რუშდის „უცნაურობათა ხანა“
„ეს სალმან რუშდი კარგი მწერალია, ხომ არ იცით? მეორე რომანის წაკითხვას ვცდილობ და ვერ გავიგე, რა უნდა და რა აწუხებს“, – დავწერე ამას წინათ ფეისბუქზე, რადგანაც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ „ლიტერატურული ოდისეის“ სერიით შარშან დაბეჭდილ მის რომანს „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამეს“ ვკითხულობდი, თითქმის ასი გვერდი ჩავამთავრე და მის ესთეტიკას ალღო ვერ ავუღე. და წამოვიდა მაშინვე შეფასებებიც, დიამეტრულად ურთიერთსაწინააღმდეგო.