17 მაისს ის ვიხილეთ, რაც მსოფლიოს ისტორიაში, საუბედუროდ, უკვე ბევრჯერ მოჰყოლია ერის კოლექტიური სხეულიდან რომელიმე ჯგუფის გარიყვას და „უცხოდ“, თუ „მტრად“ წარმოჩენას. წლების მანძილზე გაღვივებული სიძულვილი უკონტროლო და აღვირახსნილ ძალადობაში გამოვლინდა.