Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer
Июнь
2018

Новости за 21.06.2018

Radiotavisupleba.ge 

ევროსასამართლო აფგან მუხთარლის საქმეზე შეკითხვებს სვამს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე ევროსასამართლომ მოპასუხე  სახელმწიფოებს, საქართველოსა და აზერბაიჯანს, მთლიანობაში, 14 კითხვით მიმართა. აქედან 8 კითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს, 6 კითხვაზე კი -აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სახელმწიფოებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უნდა უპასუხონ, რამდენად იყო დაცული ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები.

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ხაზთან კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან დააკავეს საქართველოს ორი მშვიდობიანი მოქალაქე. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებულნი არიან 27 წლის გოჩა ბერიანიძე და 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი. მათ სავარაუდოდ, გადაიყვანენ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში.

Radiotavisupleba.ge 

სინოდის სხდომის წინასწარ გასაჯაროებული თემები

8 თვის განმავლობაში დაგროვილ  საკითხებზე იმსჯელეს წმინდა სინოდის სხდომაზე. სხდომიდან გამოსულმა ჭონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრე (ცაავამ) განმარტა, რომ მეუფე შიო (მუჯირი) პატრიარქის ტახტის თანამოსაყდრედ დასახელდა და მას ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მიენიჭა.

Radiotavisupleba.ge 

მაისში შემცირდა გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რაოდენობა

საქართველო რჩება ათეულში იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეები გერმანიაში ყველაზე ხშირად ითხოვენ თავშესაფარს. გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ჩამონათვალში, რომელიც მიმდინარე წლის მონაცემებს ეფუძნება, პირველ ხუთეულში არიან სირია, ერაყი, ნიგერია, ავღანეთი და ირანი. მათ მოსდევენ თურქეთი, ერიტრეა და სომალი. საქართველო მე-9 ადგილზეა, ხოლო მეათეზე ერთად არიან ჯერჯერობით დაუდგენელი ქვეყნების მოქალაქეები. ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის იანვრიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„აიისას“ პრეზერვატივზე მოსამართლე დაახატეს

სოციალურ ქსელში ურეაქციოდ არ ჩაუვლია მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეზერვატივების მწარმოებელი ქართული ბრენდის, აიისა • aiisa-ს საქმეზე.  კომპანია 500 ლარით არის დაჯარიმებული და აკრძალული აქვს 4 დიზაინის პრეზერვატივის რეალიზება და რეკლამა. „ალბათ მანაც (მურუსიძემ) დაინახა ამ გვირგვინში ეროვნული ღირსება. შევხვდებით სტრასბურგში“, - წერს „აიისას“ ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე ლევან მურუსიძის მისამართით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"აუდიტის სამსახურმა მოახსენოს საზოგადოებას - იყო, თუ არა სამართალდარღვევა"

21 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო გიგი ჩიხლაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტი.

Radiotavisupleba.ge 

დე ფაქტო რეჟიმებს ერგნეთის და გალის შეხვედრების პერიოდულობის შემცირება სურთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დიკსუსიის 44-ე რაუნდზე აფხაზურმა, ოსურმა და რუსულმა დელეგაციებმა მიუთითეს, რომ შემცირებულია ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სხდომების პრაქტიკული უკუგება. რუსულმა მხარემ ქართული მხარე დაადანაშაულა მცდელობაში, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელთა მხარდაჭერით, აგრესიული პოლიტიკური პიარით შეცვალოს სტაბილურობის განმტკიცებისკენ მიმართული სერიოზული პროფესიონალური მუშაობა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველო ითხოვს კონკრეტულ ნაბიჯებს ოუპირებული რეგიონებიდან რუსი სამხედროების გასაყვანად

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 44-ე რაუნდზე რუსეთი ჩვეული ცინიზმით შეეცადა წარმოეჩინა, რომ თითქოს უკვე შესრულებული აქვს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სწორედ რუსეთის მხრიდან შეთანხმების შეუსრულებლობაზე და ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯები, რათა უზრუნველყოფილი იყოს აფხაზეთისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვი თბილისს ადანაშაულებს ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეთა მკვლელობის საქმის პოლიტიზებაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 44-ე რაუნდზე ქართული მხარე შეეცადა „მოქალაქეების, ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის დაღუპვის ტრაგიკული ინციდენტების“ პოლიტიზებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე 21 ივნისს, ღამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ამ თემაზე პოლემიკა განსაკუთრებით ემოციური იყო.“ მოსკოვის განცხადებითვე, თანათამჯდომარეთა წინადადებით შედგა აზრთა გაცვლა ჟენევის დისკუსიის ეფექტურობის ამაღლების თემაზე და რუსეთის დელეგაციამ ხაზი გაუსვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქართულმა მხარემ არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადაცემა ამჯერად, ჟენევაში მოითხოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 20 ივნისს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდზე განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე 21 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს და მონაწილეებს გადასცეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუალედური დასკვნა, რომელიც ნათლად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანში ბამბის მინდვრებზე ხალხი იწამლება

აზერბაიჯანში ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 14 წლის გოგონა საავადმყოფოში მოათავსეს მოწამვლის სიმპტომებით. ყველა მათგანი იმიშლის რაიონში, ბამბის მინდვრებზე მუშაობდა. ვარაუდობენ, რომ მოწამვლის მიზეზი მავნებლი მწერების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიკატებია, თუმცა ამას აზერბაიჯანის ხელისუფლება ოფიციალურად არ ადასტურებს. იმიშლის რაიონის პროკურორის მოადგილის, სულთან მურადოვის განცხადებით, მასობრივი მოწამვლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ივნისის დასაწყისიდან აზერბაიჯანში... Читать дальше...




Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *