მაროკოში 2800-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა
მაროკოში, მიწისძვრით განადგურებულ რაიონებში, გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ადგილობრივ მაშველებს შეუერთდნენ ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კატარიდან ჩასული ჯგუფები. მაროკოს სახელმწიფო ტელევიზიის მიერ 11 სექტემბერს, ღამით, გამოქვეყნებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 862-ს მიაღწია. დაშავდა 2 562 ადამიანი. მსხვერპლი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია, რადგან სტიქიური უბედურების ზონის დიდი ნაწილი რთულად მისადგომ ტერიტორიაზეა და იქ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რთულად მიმდინარეობს. Читать дальше...