დაბა ადიგენის მუსლიმ მკვიდრს ადგილობრივები საკუთარ სახლში სამლოცველოს მოწყობის საშუალებას არ აძლევენ. რისი უფლება უნდა ჰქონდეს მერაბ მიქელაძეს, ამ დღეებში გარეშე ხალხი - ადგილობრივი ქრისტიანი მრევლის ნაწილი, სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლება წყვეტდა.
ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ქვრივი მანანა (რაისა) ციატიევა რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს იმაზე, თუ რას ფიქრობს თავისი ქმრის მკვლელის რუსეთისთვის შესაძლო გადაცემაზე და, მისი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე.
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მიაღწია, აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყებოდა. ახლა ირკვევა, რომ ეს ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზი იყო.
აზერბაიჯანი, რომელმაც გასულ წელს საბოლოოდ დაამყარა კონტროლი მთიან ყარაბაღზე, ახლა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ერთ-ერთ წინაპირობად საზღვართან მდებარე, სომხეთის დაქვემდებარებაში მყოფი ოთხი სოფლის უპირობოდ გადაცემას ითხოვს.
ვისაც პირადობისა და დაბადების მოწმობებში სხვადასხვა თარიღი უწერია, 1 აპრილიდან შეუძლია ახალ პირადობის მოწმობაში პირდაპირ ის ჩააწერინოს, რაც ძველშია მითითებული.
რუსეთი ღვინოზე აქციზს ასამმაგებს. ქართული ღვინის ამ ყველაზე დიდ ბაზარზე მომხდარი ცვლილება ერთი მხრივ მოთხოვნის შემცირების მიზეზი ხდება, მეორე მხრივ კი - სტიმული ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ტრადიციულად რუსულ ბაზარზე ყველაზე იაფი და უხარისხო ქართული პროდუქცია იყიდება.
Несмотря на положительные тенденции, инфляционные риски все еще существуют, хотя они уменьшаются, сообщил Нацбанк