Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2025

Новости за 18.06.2025

Radiotavisupleba.ge 

„უნდა გავზარდოთ ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“. „ბრიუსელს საქართველოში გადატრიალება სურს“ - ევროპარლამენტში დებატები გაიმართა ამაღლობელის საქმეზე

საქართველოს ხელისუფლება “პირდაპირ აკოპირებს ბელარუსისა და რუსეთის მოდელს”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ლიუდას მაჟილისმა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის, კონკრეტულად კი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ სხვადასხვა ჯგუფის მიერ მომზადებული 7 რეზოლუციის პროექტები მოისმინეს. ვიდრე საქართველოში ინსტიტუციების სრული კოლაფსი მოხდებოდეს, უნდა გავზარდოთ ზეწოლა მათზე, ვინც თანდათანობით ახდენს ძალაუფლების კონსოლიდაციას, - თქვა ლიუდას მაჟილისმა და დასძინა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“მოთმინება იწურება” - დაარტყამს თუ არა აშშ ირანს? - მსოფლიო მოლოდინშია

“უპირობო დანებება” - პრეზიდენტ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში 17 ივნისს გამოქვეყნებული ამ მოკლე ფრაზის შემდეგ, მთელი მსოფლიო ელოდება აშშ-ის ჩართვას ომში ირანის წინააღმდეგ. მოლოდინი გაამყარა ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის საპასუხო მუქარამ.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზეც იმსჯელებენ

23 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, რომლის დღის წესრიგში არის საქართველოს საკითხიც. საბჭოზე, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გაუძღვება, განსახილველი მთავარი საკითხია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. სხდომის ამ ნაწილის დაწყებამდე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ არაოფიციალურ მსჯელობას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰასთან. საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ჩინეთსა და ევროპის უსაფრთხოებაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„სიტყვები საკმარისი არაა, უნდა ვიმოქმედოთ“ - მზია ამაღლობელის საქმეზე ევროპარლამენტში 7 რეზოლუცია წარადგინეს

“ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ყველა იმ ქართველის სიმბოლო გახდა, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დააპატიმრა”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში 18 ივნისს ჩატარებულ დებატებზე საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის, კონკრეტულად კი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ. რასა იუკნევიჩიენე რეზოლუციის ერთ-ერთი პროექტის ავტორია. მის გარდა, სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებმა ევროპარლამენტს დღეს კიდევ ექვსი პროექტი წარუდგინეს. საბოლოო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერდოანი: გენოციდის დანაშაულის ჩადენით ნეთანიაჰუმ უკვე გადააჭარბა ტირან ჰიტლერს. იმედი გვაქვს, მის ბედს არ გაიზიარებს

„თურქეთი გადის უკიდურესად მგრძნობიარე პერიოდს, რომელშიც მთელი თავისი ენერგია და შესაძლებლობები უნდა მიმართოს საკითხებისადმი, რომლებიც მის გადარჩენას უკავშირდება. გვჭირდება თანამშრომლობა და სოლიდარულობის სულისკვეთება ტერორისგან თავისუფალი თურქეთის მიზნამდე მისასვლელად, რომლის სტრატეგიული მნიშვნელობა ახლა საყოველთაოდ არის აღიარებული“, - განაცხადა 18 ივნისს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თურქეთის „სამართლისა და განვითარების“ პარტიის საპარლამენტო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ. თურქეთის პრეზიდენტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

4000 ლარით დააჯარიმეს ჟურნალისტი ვიკა ბუკია მარიამ ლაშხის შესახებ სტატუსის გამო

ჟურნალისტი და „TV პირველის“ წამყვანი ვიკა ბუკია 4000 ლარით დააჯარიმეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შესახებ Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით თეთრაულმა გამოაცხადა.

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი ირანს კვლავ დანებებისკენ მოუწოდებს: უპირობო დანებება! ეს ნიშნავს, რომ ყელში ამომივიდა!

„სერიოზულად ფიქრობთ, რომ მაგ შეკითხვას ვუპასუხებ?" - ჟურნალისტის შეკითხვას შეკითხვით უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 ივნისს. ჟურნალისტმა კი მას ჰკითხა, ახლოს არის თუ არა აშშ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმასთან. შეკითხვის გაშარჟების შემდეგ ტრამპმა განაცხადა: "შეიძლება ეს გავაკეთო, შეიძლება არა. არავინ იცის, რის გაკეთებას ვაპირებ. შემიძლია გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მათ სურთ მოლაპარაკება. მე ვეუბნები, რატომ მანამდე არ მოისურვეთ ჩემთან მოლაპარაკება? მთელი ეს სიკვდილი და მთელი ეს ნგრევა... ვუთხარი ადამიანებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე შეარჩიეს

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გვარაკიძე შეარჩია. მან 10 ხმა მიიღო.

Radiotavisupleba.ge 

„გვიშველეთ!” - ისრაელის სადეპორტაციო ციხიდან დახმარებას ითხოვენ ქართველი ქალები

ისრაელში, საემიგრაციო სამსახურის მიერ დაკავებული ქართველები, რომელთა შორის, უმრავლესობა სამუშაოდ წასული ემიგრანტი ქალია და რომლებიც მაისის ბოლოდან სადეპორტაციო ციხეში იმყოფებიან, სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.

Radiotavisupleba.ge 

„გადაგვაყოლა სტალინის ზიზღს“ - შალვა პაპუაშვილი რასა იუკნევიჩიენეზე

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს აკრიტიკებს იმ პერფორმანსისთვის, რომლითაც საქართველოში დაკავებული პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ჟურნალისტის გათავისუფლება მოითხოვეს. მათ პაპუაშვილმა „ანტიქართული ჯგუფები“ უწოდა.

Radiotavisupleba.ge 

როგორ იქცა ირანი თეოკრატიულ სახელმწიფოდ და რა შეიძლება მოხდეს

ირანის ცას ისრაელი აკონტროლებს. მას შემდეგ, რაც თელ- ავივმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყო და ირანს ბომბავს, ყველას - ამ კონფლიქტის ღრმად მცოდნეებსაც და არც ისე - აინტერესებთ, ხომ არ დასრულდება ესკალაცია არა მხოლოდ ირანის დამარცხებით, არამედ აიათოლების რეჟიმის ცვლილებითაც.

Radiotavisupleba.ge 

გზის გადაკეტვისთვის დამაჯარიმეს, არ გადამიხდია - საზღვარგარეთ გამიშვებენ?

შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოდან საზღვრის კვეთისას გაგაჩეროთ მესაზღვრემ, გითხრათ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გაქვთ გადასახდელი და ამის გამო ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მოგცეთ?

Radiotavisupleba.ge 

რაჟდენ კუპრაშვილი არასამთავრობოებს - "მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ სცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს"

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა იმ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელთა შემოწმებაც ბიურომ დაიწყო 2024 წლიდან მიღებული გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე. რაჟდენ კუპრაშვილმა "მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში" დაადანაშაულა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ "თითქოს ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი ამაღლობელი მეორედ დააჯარიმეს - ამჯერად 1000 ლარით

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, - რომელიც 149 დღეა პატიმრობაშია და ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული დაკავების ღამით სტიკერის გაკვრის ეპიზოდთან დაკავშირებით, - ამჯერად 1000 ლარით დააჯარიმეს.




Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *